2022-12-31 12:30:03, 1248 ნახვა
პოლიტიკა
2023 წელს საქართველო შეერთებული შტატებისგან 132 მილიონ დოლარს მიიღებს
საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტიდან 2023 წელს 132 მილიონ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას PBS ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, ბაიდენმა ხელი მოაწერა სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტს, რომელიც 1 ტრილიონ 600 მილიარდ დოლარს შეადგენს.
კანონპროექტში ყურადღება მაქსიმალურად გამახვილებულია სამხედრო დაფინანსებაზე, აქედან გამომდინარე 2023 წელს უკრაინა და “ნატოს” ქვეყნები 45 მილიარდ დოლარს მიიღებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,