16:23 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 00:08:07, 1366 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას ხმა მისცეს იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობა“ არ მობრუნებულიყო

„პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს მისი მხარდამჭერების, მისი ამომრჩევლის პოზიცია, რის გამოც მხარი დაუჭირეს 2018 წელს და ეს იყო „ნაცმოძრაობის“ არმობრუნება, ეს იყო სააკაშვილის აღზევების პრევენცია,“- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„გავიხსენოთ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია და განსაკუთრებით მეორე ტური. პირველი ტური იყო პერსონიფიცირებული და საბოლოო ჯამში გაჭირდა სალომე ზურაბიშვილისთვის გამარჯვების მოპოვება ამ პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით. მეორე ტური აბსოლუტურად სხვა გარემეობებეში გაიმართა და მთავარი ამოსავალი წერტილი, რატომაც გამოვიდა 1 100 000-ზე მეტი ადამიანი და ხმა მისცა სალომე ზურაბიშვილს, იყო ის, რომ ამ ადამიანებს არ უნდოდაც ნაცმოძრაობის დაბრუნება.“- აღნიშნა კობახიძემ. 

როგორც კობახიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ამ პოლიტიკურ პიარულ კამპანიას უკავშირდება იქნებოდა აბსოლუტურად ამორალური ნაბიჯი.

მისივე თქმით, ერთადერთი მიზანია რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში , რისი მცდელობის შანსიც არ უნდა მიეცეთ. 

„ფორმალურ მხარეს თუ ავიღებთ, შეწყალების უფლება არის აბსოლუტური, მაგრამ მორალი არ არის ისეთი კატეგორია, სადაც აბსოლუტური უფლებებით შეიძლება იმოქმედო. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ამ პოლიტიკურ პიარულ კამპანიას უკავშირდება იქნებოდა აბსოლუტურად ამორალური ნაბიჯი.

როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, მის გათავისუფლებაზე, ერთადერთი მიზანი ამის უკან დგას სწორედ ეს, რომ „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, აირიოს მანამდე ვითარება და მერე მიგვიყვანონ ამ ადამიანებმა იგივე შედეგებამდე რა შედეგებამდეც მიგვიყვანეს 2008 წელს, ან უარესამდეც.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავითარი ჰუმანიტარული მიზნები არ დგას საააკაშვილის გათავისუფლების უკან, ერთადერთი მიზანი არის ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დაბრუნება ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილის გარეთ ყოფნით ისინი ამას მიაღწევენ, მაგრამ ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა და თუ საუბარია მორალზე, ასეთი მცდელობის შანსიც კი არ უნდა მიეცეს ბუნებრივია „ნაცმოძრაობას.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics