|
2022-12-29 23:53:00, 1234 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არავის აქვს უფლება განახორციელოს პოლიტიზებული ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში
არავის აქვს უფლება განახორციელოს პოლიტიზებული ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, რისი მცდელობაც არის ნაცმოძრაობის და მისი მხარდამჭერების მხრიდან - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“- ში განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს არის წმინდა პოლიტიკური და პიარული კამპანია და ამ კამპანიას ზუსტად იგივე მიზანი აქვს, რა მიზანიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას „2022 ბრძოლით სავსე წელიწადიც იყო ,თუმცა, მთლიანობაში, მიუხედავად ძალიან ბევრი გამოწვევისა და სირთულისა, წარმატებული წელი იყო. დღეს რაც შეეხება ამ ბრძოლის გაგრძელებას, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ კამპანიასთან, რომელიც წარმოებულია მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ეს არის წმინდა პოლიტიკური და პიარული კამპანია და ამ კამპანიას ზუსტად იგივე მიზანი აქვს, რა მიზანიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას. ამ კამპანიას იგივე ადამიანები აგორებენ, ვინც თავის დროს უზრუნველყო საქართველოში სააკაშვილის ჩამოყვანა. მაშინაც მიზანი იყო იგივე - ეს იყო ქვეყანაში ვითარების არევა და ამის საბოლოო კულმინაცია იყო მეორე ფრონტი და ახლაც, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი მიზანია კიდევ ერთხელ ქვეყნის არევა და აქაც საბოლოო მიზანი მეორე ფრონტია. მისივე თქმით, შეწყალების უფლება არის აბსოლუტური, მაგრამ მორალი არ არის ისეთი კატეგორია, სადაც აბსოლუტური უფლებებით შეიძლება იმოქმედო. „ფორმალურ მხარეს თუ ავიღებთ, შეწყალების უფლება არის აბსოლუტური, მაგრამ მორალი არ არის ისეთი კატეგორია, სადაც აბსოლუტური უფლებებით შეიძლება იმოქმედო. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ამ პროცესს უკავშირდება, პოლიტიკურ და პიარულ კამპანიას, ეს იქნებოდა აბსოლუტურაად ამორალური ნაბიჯი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)