|
2022-12-29 10:54:06, 1398 ნახვა
პოლიტიკა
კოკოითი - მაინტერესებს, რატომ გადაიქცა თავად საქართველო მონაკოს ნაცვლად, რუსეთის მოღალატეების ნაგავსაყრელად
მაინტერესებს, რატომ გადაიქცა თავად საქართველო, რომელსაც ასეთი შესაძლებლობები აქვს, მონაკოს ნაცვლად, რუსეთის მოღალატეების ნაგავსაყრელად? - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთს აქვს პოტენციალი, რომ მეორე მონაკო გახდეს. კოკოითი, რომლის შეფასებითაც, ღარიბაშვილის სიტყვები "შეურაცხმყოფელი და პროვოკაციულია", გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ მსგავს განცხადებებზე ე.წ. სამხრეთ ოსეთს შესაბამისი რეაქცია არ აქვს. „არ გამოვრიცხავ, რომ ვინმე სამხრეთ ოსეთის ხალხის ზურგს უკან, კულისებში იყოს. ყველას ვაფრთხილებ მსგავსი მზაკვრული ნაბიჯების შესახებ - ნუ გამოიწვევთ ოსი ხალხის რისხვას, ჩვენ ამას არ გაპატიებთ“, - ამბობს კოკოითი. ე.წ. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ "უნდა მოინანიოს ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების წინაშე ჩადენილი დანაშაულები, აღიაროს ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მიიღოს დოკუმენტი, რომელიც საქართველოს აგრესორად აღიარებს". კოკოითი ასევე აცხადებს, რომ „ბოლო პერიოდში, საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის წინდახედულება" იმედისმომცემია. „სუსტად, მაგრამ ეს გვაძლევს იმედს, რომ მიხვდებით თქვენს შეცდომას და გამოიტანთ სწორ დასკვნებს“, - განაცხადა კოკოითმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით განცხადება 27 დეკემბერს, მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. "ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი, თუ არ ვცდები, 200 მილიონ დოლარს შეადგენს, აქედან სრულად დოტაციაზეა მათი ეს ბიუჯეტი და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში, დაახლოებით, 10 მილიარდის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე, სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთს, რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო", - თქვა ღარიბაშვილმა. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთშიც გამოეხმაურნენ. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა, კან ტანიამ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ "თუ ეკონომიკურ ზარალზე ვსაუბრობთ, მაშინ აფხაზეთის გაცილებით დიდი ოდენობის ვალი გაქვთ და ყოველგვარი „თუ“ პირობების გარეშე".
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)