00:50 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-26 22:54:21, 1161 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი - ევროკავშირთან ჩვენი პოლიტიკური ასოციაცია და ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია

მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ევროკავშირთან ჩვენი პოლიტიკური ასოციაცია და ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანა აქტიურად აშენებს ინფრასტრუქტურას და აკეთებს ყველაფერს, იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს. 

“მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ევროკავშირთან ჩვენი პოლიტიკური ასოციაცია და ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. მეორე ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მიმართულება, რომელსაც ჩვენ, სახელმწიფოს ყველა უწყება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ვახორციელებთ, ეს არის ფიზიკური დაახლოება, ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ამ პროცესის. საქართველო ძალიან აქტიურად აშენებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს. ახლახან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა რუმინეთში, სადაც ოთხ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომლითაც ჩვენ მომავალში უნდა ავაშენოთ შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელი, რომელიც მოამარაგებს ევროკავშირს ელექტროენერგიით. სწორედ ჩვენი რეგიონიდან საქართველო და აზერბაიჯანი იქნებიან ქვეყნები, რომლებიც ამ ელექტრო კაბელს უზრუნვეყოფენ შესაბამისი რესურსით. ჩვენ ეს პროექტი მასშტაბებით შეგვიძლია შევადაროთ ბაქო-თბილის-ჯეიჰანის პროექტს, რომელმაც საქართველოს მისცა უმნიშვნელოვანესი როლი და ფუნქცია ჩვენს რეგიონში და სწორედ ეს პროექტიც მომავალში ნამდვილად გახდება ასეთი მასშტაბის. როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირის, ევროპის ენერგო უსაფრთხოებას, საქართველო ხდება ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის ფიზიკური კონტრიბუტორი. ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ველით ამ პროექტის სხვადასხვა მოსამზადებელი ფაზის დასრულებას, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ფიზიკური სამუშაოები და საქართველო გახდეს ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის მონაწილე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics