|
2022-12-24 13:19:52, 1221 ნახვა
პოლიტიკა
ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უნდობლობას უცხადებს
მიხეილ სააკაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უნდობლობას უცხადებს და მისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე უარს ამბობს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისი თქმით, მან ბიუროს შესთავაზა მოიწვიონ დასავლეთ ევროპის ან აშშ-ს რომელიმე ავტორიტეტული საექსპერტო ბიურო. ჩამოვიდნენ, აიღონ ნიმუშები და მის თვალწინ დალუქონ, ვონაიდან იგივე სახელმწიფო სისტემაში დაქვემდებარებული საექსპერტო ბიურო მიკერძოებული იქნებ და ყალბ დასკვნას დადებს. „მოპოვებული საექსპერტო დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის მოწამვლა მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ანუ სახელმწიფო დაწესებულებაში თუკი, ეს სახელმწიფო დაწესებულებაში მოხდა, სახელმწიფომ ექსპერტიზა როგორ უნდა ჩაუტაროს. შესაბამისად, ჩვენ მას შევთავაზეთ, მოიწვიონ დასავლეთ ევროპის, ასევე აშშ-ს რომელიმე ავტორიტეტული საექსპერტო ბიურო. ჩამოვიდნენ ისინი, მათ აიღონ ნიმუშები და ჩემ თვალწინ დალუქონ, ამას დაასწრონ ჩვენი ექსპერტები, წაიღონ და უცხოეთში ჩაატარონ. საგამოძიებო მოქმედებაზე უარი არ გაგვიცხადებია, იგივე სახელმწიფო სისტემაში დაქვემდებარებული საექსპერტო ბიურო მიკერძოებული იქნება, ყალბ დასკვნას დადებს“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მორიგი პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)