19:00 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 19:13:16, 1339 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე გახარიას - გაიქეცი, გვიღალატე და კიდევ აქეთ გვემუქრები?

კაცმა კანონის აღსრულება, ნიკანორ მელიას დაპატიმრება ვერ გაბედა, თანამდებობიდან გადადგა, პასუხისმგებლობას გაექცა და მნიშვნელოვან მომენტში უღალატა გუნდს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ თავისი წილი პასუხი უკვე აგო ჩადენილ ქმედებებზე, რაც აისახა მის რეიტინგებზეც, NDI, IRI, GORBI კვლევებში, სადაც გახარიას მისი თქმით პულსი აღარ ესინჯება და 2.5% ცდომილების კვლევებში ხან 1% აქვს და ხან 2% . 

მან დასძინა, რომ გახარია 2024 წლის საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავს.

"კაცმა კანონის აღსრულება, ნიკანორ მელიას დაპატიმრება ვერ გაბედა, თანამდებობიდან გადადგა, პასუხისმგებლობას გაექცა და მნიშვნელოვან მომენტში უღალატა გუნდს, მერე მეორედ უღალატა გუნდს, ,,პოლიტიკაში დაბრუნდა" 43% ვერ უნდა გადალახოს ,,ქართულმა ოცნებამო", მერე დედაქალაქის მერობა მოინდომა და მიიღო თბილისელებისგან პასუხი! თვეების განმავლობაში არ შეხვედრია თანაპარტიელებს, ძლივს შეხვდა და იქაც მმართველ გუნდზე და ბიძინა ივანიშვილზე ილაპარაკა: ყველას მოგეკითხებათო, პერსონალურად აგებთ პასუხსო, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცდებაო და ა.შ. ხუხაშვილის მოტანილი ქსივით დასაქმებულო: ბიძინა ივანიშვილი და გუნდი გენდო, თანამდებობაზე დაგნიშნეს, ყველაზე საპასუხისმგებლო სამინისტროები ჩაგაბარეს, მერე პრემიერ-მინისტრად დაგნიშნეს, მერე გაიქეცი, გვიღალატე და კიდევ აქეთ გვემუქრები? შენ შენი წილი პასუხი უკვე აგე, ყველა კვლევაში NDI, IRI, GORBI არსად პულსი აღარ გესინჯება, 2.5% ცდომილების კვლევებში ხან 1% გაქვს და ხან 2% . 2024 წელს რომ საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავ ბავშვმაც კი იცის უკვე“ - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics