19:00 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 17:17:55, 1205 ნახვა

პოლიტიკა
არესტოვიჩი - ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო ახლა აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს

თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ამ დანაშაულს საქართველოს ხელისუფლება ვერასდროს ჩამოირეცხავს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, სააკაშვილის სიკვდილი გახდება მძლავრი ფაქტორი შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში, რასაც შეიძლება მოჰყვეს მასობრივი არეულობები, რევოლუცია და ასე შემდეგ.

„სააკაშვილი ავად არის და ნელი სიკვდილით კვდება, საქართველოს ხელისუფლებას კი არ სურს, რომ იფიქროს, რა იქნება ამის შემდეგ. თუ ის ციხეში მოკვდება, ყველა იტყვის, რომ ეს მათ მოკლეს ყოფილი პრეზიდენტი და ამ დანაშაულს ისინი ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავენ.

გარდა ამისა, ეს გახდება მძლავრი ფაქტორი შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში, რასაც შეიძლება მოჰყვეს მასობრივი არეულობები, რევოლუცია და ასე შემდეგ. ეს თუ არა, არჩევნებზე ითამაშებს დიდ როლს ეს ფაქტორი და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ისინი ამ დანაშაულს ვერ ჩამოირეცხავენ.

სწორედ აქ ჩნდება შეკითხვა - ვისი ეშინიათ მათ? პასუხი კი არის, რომ მათ ეშინიათ ადამიანის, რომლისაც უკვე მალე აღარ შეეშინდება სომხეთს. უფრო სწორად, სომხეთს უკვე მისი აღარ ეშინია. ესე იგი, რუსეთს საქართველოს 30 თუ 25 პროცენტის ოკუპაცია უნდა მოეხდინა, რომ მისი ხელისუფლება ასე დაწოლილიყო მის ქვეშ?“,- განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთმა ქვეყანას „აურაცხელი უბედურება“ მოუტანა, საქართველო ახლა „აბსოლუტურად პრორუსულ კურსს“ ატარებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა.

პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მორიგი პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics