|
2022-12-23 09:29:34, 924 ნახვა
პოლიტიკა
„გთხოვთ დაგვეხმაროთ, სააკაშვილი ავ მოპყრობას განიცდის და შესაძლებელია დაიღუპოს“ - ქართველ-ამერიკელი ექიმების წერილი ჯო ბაიდენს
ქართველ-ამერიკელი ჯანდაცვის პროფესიონალები ჯო ბაიდენს წერილით მიმართავენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ამერიკაში გადაყვანას ითხოვენ. ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების წერილში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტი დაუმსახურებლად ავ მოპყრობას განიცდის და შესაძლებელია დაიღუპოს სწორი მკურნალობის გარეშე. "ექსპრესნიუსი" მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: "ძვირფასო პრეზიდენტ ბაიდენ, ეს წერილი ეხება ახალგაზრდა დემოკრატიას რომელსაც ჩვენი დახმარება ჭირდება. როგორც ქართველი ექიმები, რომლებიც ამერიკის მრავალ ჰოსპიტალში და ამბულატორიულ ჩვენ გთხოვთ დაგვეხმაროთ დაუყოვნებლივ მივცეთ ბატონ სააკაშვილს მაღალი ხარისხის ობიექტური მკურნალობა რადგან იგი ძალიან ავად არის. გთხოვთ მოითხოვოთ უფლება საქართველოს მთავრობისგან რომ დროებით გადაეცეს მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს განკარგულებაში მისი ჯანმრთელობის სრულად შესაფასებლად. როგორც საქართველოს ხანგრძლივ მეგობარს ჩვენ ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას და პიროვნებების პატივისცემას. როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დემოკრატიის პრეზიდენტს ჩვენ გვჯერა რომ თქვენ ხართ ის ადამიანი რომელსაც შეუძლია მას დაეხმაროს სანამ დაგვიანდება. ჩვენ მადლობას გიხდით რომ ხართ საქართველოს მოგობარი, უკრაინის მეგობარი და ბევრი იმ რეპრესირებული ქვეყნის მეგობარი რომლებიც ხედავენ თუ როგორ ანათებს დემოკრატიის შუქი მომავლისკენ მიმავალ გზას. საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს რომ პატარა ქვეყნებს როგორიც არის საქართველო ჰქონდეთ პროგრესის იმედი და ეს იმედი გაუფერულდება თუ ბატონი სააკაშვილი არ გადარჩა. მისი პატიმრობაში სიკვდილის შედეგი დამღუპველი იქნება რადგან ეს გაანადგურებს საქართველოს დემოკრტიული მომავლის იმედს მომავალი მრავალი წლის განმავლობაში და კიდევ უფრო გაათამამებს პუტინის ამბიციებს. მოდით არ დავივიწყოთ ის ხალხი რომელმაც პროგრესისკენ სვლაში წვლილი შეიტანა. მათი დახმარებით ჩვენ მაგალითს მივცემთ მომავალ ლიდერებს და დემოკრატიის შვილებს და გავამხნევებთ რომ ისინიც არ იქნებიან დავიწყებულნი. პატივისცემით,
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)