|
2022-12-21 21:11:59, 922 ნახვა
პოლიტიკა
მელია - არ უნდა დავუშვათ რომ მოკლული იქნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მასთან ერთად საქართველოს მომავალი
ხვალ 22 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო გაიმართება,სასამართლო იმას კიარ წყვეტს ვინ მტყუანია და ვინ მართალი, არამედ იმას, უნდა იცოცხლოს თუ არა მესამე პრეზიდენტმა, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ, 22 დეკემბერს ჩანიშნულ მიხეილ სააკაშვილის მორიგ სასამართლოსთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ნათელია თუ როგორ ხდება პროცესის მიზანმიმართულად გაჭიანურება, დრო კი არ იცდის, საქართველომ არ უნდა დადგეს იმ მოცემულობის წინაშე, რომლის წინაშეც1993 წელს დადგა, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებით. მან დასძინა, რომ არჩევანი კიდევ არსებობს, რომელიც სულ მალე შეიძლება აღარ იყოს, აქედან გამომდინარე არ უნდა დავუშვათ ის ფაქტი, რომ მოკლული იქნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მასთან ერთად საქართველოს მომავალი. "ხვალ 22 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო გაიმართება,სასამართლო იმას კიარ წყვეტს ვინ მტყუანია და ვინ მართალი, არამედ იმას, უნდა იცოცხლოს თუ არა მესამე პრეზიდენტმა, სასამართლო ხვალ გადაწყვეტს აქვს თუარა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებები თუ ეს უფლებები ქვეყანაში საბოლოოდ უკვე გაუქმებულია. მე არაერთხელ ვთქვი რომ ვითვალისწინებ დაცვის პოზიციას, რომ ველოდები ვერდიქტს, ვამბობდი იმასაც რომ ნეგაური გადაწყვეტილების შემთხვევაში ვერაფერი დარჩება ძველებურად, მაგრამ დრო არ ითმენს,პროცესმა მიიღო იმგვარი სახე და ისე გაიწელა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს არა მხოლოდ ნეგატიური გადაწყვეტილება, არამედ დადებითიც, თუ იგი დროულად არ იქნა გამოტანილი, არადა თავისუფლად არის შესაძლებელი პროცესის წლის ბოლომდე დასრულება. ყველა ვხედავთ როგორ ხდება პროცესის მიზანმიმართულად გაჭიანურება გამომდინარე აქედან ვითხოვთ გონივრულ ვადაში დასრულდეს პროცესი მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა და მკურნალობის გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, შესაბამისად ან ხვალ ყველა ერთად გავიგებთ რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში ან ყველამ ვისაც გვაქვს სახელმწიფოებრივი და ჰუმანური პოზიცია, უნდა დავიწყოთ მოქმედება და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია, შესაძლებლობების ზღვარზე და მის მიღმა. ყველას გვახსოვს 1993 წლის დეკემბერში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც გადაწყვიტა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ბედი და ქვეყნის შემდგომი უბედობა, ჩვენ კიდევ გვაქვს არჩევანი რომელიც შეიძლება სულ მალე აღარ გვქონდეს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ რომ მოკლული იქნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მასთან ერთად საქართველოს მომავალი." - განაცხადა მელიამ.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)