|
2022-12-21 15:22:21, 1741 ნახვა
პოლიტიკა
ლვოვის მერი - შეიძლება საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე შესაძლოა ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში
შეიძლება საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე შესაძლოა ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში,- ამის შესახებ ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი Facebook-ზე წერს. სადავოის თქმით, უღირსი საქციელია ციხეში ამყოფო ის, ვინც საქართველო საბჭოთა კავშირის უფსკრულიდან გამოიყვანა. „შეიძლება საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე შესაძლოა ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე წელიწადზე მეტია ციხეშია. მისი ციხეში ყოფნის პირობების შესახებ დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ ფოტოებიდან და ვიდეოებიდან, რომლებიც ასახავს მის მდგომარეობას. ყველაფერი ძალიან ცუდადაა. როცა სააკაშვილზე ვფიქრობ, კახა ბენდუქიძეც მახსენდება, რომელიც „ქართული სასწაულის“ განუყოფელი ნაწილი იყო. ამ გუნდმა ერთად გააკეთა ის, რაც ყოველთვის გვაკლდა უკრაინაში. ისინი კონკრეტულ გეგმას მისდევდნენ, მათ ძალიან უყვარდათ თავისი ქვეყანა, ყველაფერი შეცვალეს და რეფორმები გაატარეს. დღეს ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ომი მოსკოვის რეჟიმთან. მაგრამ მეგობრებს გასაჭირში ვერ დატოვებთ. ის, რასაც ახლა უკეთებენ სააკაშვილს, სირცხვილია მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის. უღირსი საქციელია ციხეში ამყოფო ის, ვინც საქართველო საბჭოთა კავშირის უფსკრულიდან გამოიყვანა. მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს და ყველა იმ საზოგადო მოღვაწეს, ვინც დღეს იხსენებს და საუბრობს მიხეილზე. ის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვივიწყებს, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ის დავივიწყოთ. მჯერა, რომ აუცილებლად შევხვდებით! დაბადების დღეს გილოცავ მეგობარო!”,- წერს სადოვოი. შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. კომისიის დასკვნის შემდეგ, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე 9 დეკემბერს უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო. პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა.ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, პენიტენციურმა არ ჩართო.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)