20:01 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 09:25:10, 1424 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის საგარეო - საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა შიდა პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს

ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდა პოლიტიკურ მიზნებს,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. 

როგორც ნიკოლენკო სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადებები არის ინსინუაცია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად.

"საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა უკრაინის სპეცოპერაცია იყო თბილისის ომში ჩართვის მიზნით.

რა სახის ინსინუაციებს მიმართავს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად.

უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. სამაგიეროდ, ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდა პოლიტიკურ მიზნებს.

ჩვენ კვლავ მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრო ლუბინეცის დაშვებას. 

ასევე მოგიწოდებთ, უკრაინის მოქალაქეს გაუწიოთ სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოთ სასჯელის გადავადების მოთხოვნა შემდგომი მკურნალობისთვის, სააკაშვილის უკრაინის, დასავლეთ ევროპის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის მიზნით",- წერს ოლეგ ნიკოლენკო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაიყვანონ.

"ქართულმა ოცნებამ" აღნიშნული განცხადება კვლავ "საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას" დაუკავშირა. მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოში მესამე პრეზიდენტის ჩამოყვანა იყო სპეცოპერაცია, რომლის ავტორებმაც უზრუნველყვეს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics