01:28 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 13:39:09, 1477 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი - სწორი არ მგონია, სხვა ქვეყნის ხელისუფლებას პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდე

სწორი მოწოდება არ მგონია, რომ სხვა ქვეყნის პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდე,- ასე აფასებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას.

როგორც ელისაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილური იყოს.

"სწორი მოწოდება არ მგონია, რომ სხვა ქვეყნის პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდე, მაგრამ ერთი არის ფაქტი - საქართველოს ხელისუფლება ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ სააკაშვილი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად არ იყოს ისეთ მდგომარეობაში და ისე დაუძლურებული, როგორც ეს ჩვენ ვიხილეთ კადრებში",- განაცხადა ელისაშვილი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაიყვანონ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics