21:03 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 16:27:39, 1279 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - კირთაძეზე თავდასხმა არის ნათელი გამოვლინება, რომ რუს ივანიშვილს პოლარიზაციის დასრულების სურვილი არ აქვს

თავდასხმა გიორგი კირთაძეზე არის ნათელი გამოვლინება, რომ რუს ივანიშვილს, "რუსულ ოცნებას" არანაირი სურვილი მშვიდობის საქართველოში არ აქვს, არანაირი სურვილი პოლარიზაციის დასრულების არ აქვს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალა "რუსულ პროვოკაციას" უწყობს და "ტიტუშკების" საშუალებით თავს ესხმის ყველას, ვინც "ქართულად ფიქრობს" და ვისაც ცივილიზებული სამყაროს წევრობა სურს.

"დღეს ჩვენ რაც ვნახეთ ბათუმში, ეს იყო კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ და ჩვენ ვნახეთ გიორგი კირთაძეზე ორგანიზებული "ტიტუშკების" თავდასხმა. ეს არ იყო შემთხვევითი, ეს იყო კარგად ორგანიზებული, კარგად ორკესტრირებული და ახლა უსამშობლო ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქს, "რუსულ ოცნებას" სურს, რომ რუსული პიარ-კამპანია - ის, რომ თურმე პრობლემა არ არის იმაში, რომ რუსებს იცავენ და გაარუსეს საქართველო - გადაიტანონ ქუჩაში და ცდილობენ, რომ რუსი "ტიტუშკები" მიუგზავნონ ადამიანებს, ვინც ფიქრობს ქართულად და ვისაც უნდა ცივილიზებული სამყაროს წევრობა. დღევანდელი დღე - თავდასხმა გიორგი კირთაძეზე არის კიდევ ნათელი გამოვლინება, რომ რუს ივანიშვილს, "რუსულ ოცნებას" რანაირი სურვილი მშვიდობის საქართველოში არ აქვს, არანაირი სურვილი პოლარიზაციის დასრულების არ აქვს. მათი სურვილია დაპირისპირება, ბოღმა, ღვარძლი და ამას აღვივებენ, ამით კვებავენ ამომრჩევლებს ყველა არჩევნებზე... ვითხოვთ, უმკაცრესად დაისაჯოს გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი და შემკვეთი", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვისას თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

"ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ უწყება ბრალდებულის ვინაობის დადგენას ცდილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics