21:02 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 16:13:32, 1194 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - მძინარე ცხინვალს ცეცხლი გაუხსნესო, ამას მოაწერეს ხელი, მიხვდნენ ახლა რა შარში არიან და მცდელობა აქვთ, ეს შეატრიალონ

ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს მათ შორის ომის დანაშაული, მძინარე ცხინვალს ცეცხლი გაუხსნესო, ამას მოაწერეს ხელი, მიხვდნენ ახლა რა შარში არიან და მცდელობა აქვთ, რომ ეს შეატრიალონ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ეს არის უდიდესი გამარჯვება, კიდევ ერთხელ აღიარება, რომ საქართველოს დანაშაული არ ჩაუდენია და კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, შემდეგი თაობებისთვის, რომ მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ოსი და აფხაზი დები და ძმები.

"ჩვენ არ მივცემთ არავის უფლებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ თეა წულუკიანს, მაშინდელ იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს, ყველა მინისტრს, საქართველოს მთავრობას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში საქართველოს სიმართლე გაგვეტანა და დაგვემტკიცებინა. მე გეტყვით, რა ხდებოდა 2012 წელს, გახსოვთ ჩამოგდებული თვითმფრინავი, ბომბები თუ ა.შ. მტკიცებულებები გამქრალი იყო.  მახსოვს, თეა როგორ განიცდიდა, დარბოდა და ეძებდა აბა სად იყო, ზოგი დაშლილი იყო, ზოგი სადღაც გადაგდებული, ეს ყველაფერი მოაგროვა და ერთიანად, ამ მტკიცებულებებით წარდგნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები როგორც სტრასბურგში,  ისე ჰააგაში და ჩვენი სიმართლე დავამტკიცეთ. ამას ვერ პატიობენ, იციან, რომ ის თავიანთი მხარდაჭერილი ევროსაბჭოს სამარცხვინო რეზოლუცია, სადაც ქართველ ბიჭებს, ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს მათ შორის ომის დანაშაული, მძინარე ცხინვალს ცეცხლი გაუხსნესო, ამას მოაწერეს ხელი, მიხვდნენ ახლა რა შარში არიან და მცდელობა აქვთ, რომ ეს შეატრიალონ.  ეს არის უდიდესი გამარჯვება, ეს კიდევ ერთხელ არის აღიარება, რომ დიახ, საქართველოს დანაშაული არ ჩაუდენია და კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შემდეგი თაობებისთვის, რომ მშვიდობიანად, ლეგიტიმურად ჩვენი ოსი და აფხაზი დები და ძმები დავიბრუნოთ, ერთმანეთი დავიბრუნოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მთავრობას, ჩვენს მაგარ გუნდს, განსაკუთრებული მადლობა იუსტიციის სამინისტროს, რომლებმაც იომეს, საქართველოს სიმართლე ბოლომდე გაიტანეს და ეს აღიარა როგორც ჰააგას სასამართლომ, ისე სტრასბურგმა“  - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics