01:36 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-18 18:19:05, 1276 ნახვა

პოლიტიკა
მელია - საზოგადოება არ დაუშვებს იმ ტრაგედიის განმეორებას, რომელიც გამსახურდიას მკვლელობით დაატყდა სახელმწიფოს

საზოგადოების დიდი ნაწილი მზად არის, არ დაუშვას განმეორება იმ ტრაგედიისა, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობით დაატყდა სახელმწიფოს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. 

მელიას თქმით,  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა არ არის ერთი ადამიანის წუხილი, არამედ სახელმწიფოებრიობის წინაშე უმძიმესი გამოწვევაა. 

"მნიშვნელოვანია მჭიდრო კოორდინაცია "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურ მხარდამჭერებთან და მთელ საზოგადოებასთან და შევთანხმდეთ - ჩვენ ვეგუებით ამ რეალობას, სახელმწიფოს მკვლელობას ჩვენ თვალწინ, თუ მზად ვართ ერთსულოვნად ვიბრძოლოთ ისტორიული უსამართლობის აღმოსაფხვრელად. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მზად არის, არ დაუშვას განმეორება იმ ტრაგედიისა, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობით დაატყდა სახელმწიფოს. დიახაც, მიხეილს სააკაშვილის მდგომარეობა არ არის ერთი ადამიანის წუხილი - ეს არის სახელმწიფოებრიობის წინაშე უმძიმესი გამოწვევა, რომელსაც მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ",- განაცხადა მელიამ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics