|
2022-12-18 10:58:46, 1056 ნახვა
პოლიტიკა
უმრავლესობა და ოპოზიცია ჯერ კიდევ ებღაუჭება ძალაუფლებას და პარტიულ მისწრაფებებს - ზურაბიშვილის მიმართვა დიპლომატებს
მადლიერნი ვართ ამ პერსპექტივის, რომელიც ჩვენ მოგვცეს უკრაინის ტანჯვის შედეგად, - საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატებს უმასპინძლა და 2022 წელი შეაჯამა. სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა უკრაინის ომზე, ქალებზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე, პოლარიზაციასა და მიხეილ სააკაშვილზე. “ექსპრესნიუსი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე გამოწვევებით სავსე, მაგრამ ამავდროულად იმედიანი წელი იყო. ეს იყო უკრაინის წელი. უკრაინა, რომელმაც ამ არაპროვოცირებულ და სრულიად უსამართლო აგრესიის ქარცეცხლში გაიარა, უკვე 10 თვეა უძლებს ამ ყველაფერს. ეს გახლავთ ამაყი ხალხი, რომელმაც აჩვენა, რას ნიშნავს იყო გამძლე, რას ნიშნავს გაუძლო ამ ყველაფერს და იყო გაერთიანებული ამ პროცესში. ამ პროცესში უკრაინელმა ხალმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი, ან სულ მცირე, უკვე დაამარცხეს რუსული პროპაგანდა, რუსეთის სტრატეგია, რომელიც რუსეთმა არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე შეცვალა. დაამარცხა რუსეთი, რადგან მსოფლიომ დაინახა ის, რისი დანახვაც მანამდე არ სურდა - წინა აგრესიები: 1992, 2008, 2014. მსოფლიომ აღმოაჩინა და დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე. ვხედავთ, რომ აქ ჩვენ გვაქვს სრული, ერთიანი ძალა, რომელიც არ ყოყმანობს მისი პარტნიორების მხარდასაჭერად და აჩვენებს თუ რას ნიშნავს იყო ახალი ძალა. ეს წელი ასევე გახლდათ ქალების წელი, ისევ და ისევ უკრაინელი ქალების წელი, ირანელი ქალების წელი და მინდა, მათ მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. როგორი წელი იყო საქართველოსთვის? აქაც არის გარკვეულწილად, ნარევი გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობებისა. რა თქმა უნდა, თავისთავად, ომი უკრაინაში საქართველოსთვის გამოწვევაა, რადგან ის ხსნის ჩვენს იარებსა და ჭრილობებს და იმ შიშს, რომელიც რუსეთის ყველა მეზობელს, განსაკუთრებით, შედარებით მცირე სახელმწიფოს აქვს. და მიუხედავად ამისა, თითოეულ ეტაპზე, მინდა ხაზი გავუსვა ქართველი ხალხის სრულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხისა და მათი ამ მდგომარეობის მიმართ, იქნება ეს ერთეული ინდივიდების, მებრძოლების მხარდაჭერა, რომლებიც უკრაინელ ძმებთან ერთად იბრძვიან, სხვადასხვა ტიპის დემონსტრაციები ქუჩებში, უკრაინელი ლტოლვილების მიღება და ა.შ. ჩვენი მოქალაქეები გამოხატავენ [მხარდაჭერას] და უკვე თქვეს თავიანთი სიტყვა და მათი სათქმელი არის ის, რომ არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარეშე. კანდიდატის სტატუსის არმიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობაში, რა თქმა უნდა, იყო იმედგაცრუება. მოსახლეობაში, რომელიც არასოდეს ყოყმანობდა და რომელსაც არასოდეს გადაუხვევია ევროპისაკენ მიმავალი გზიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ამ 12 რეკომენდაციის შესრულება განსაზღვრავს მომდევნო გადაწყვეტილებას და ძალიან ცხადია, რა სურს საქართველოს მოსახლეობას მისი სახელმწიფო უწყებებისა და მისი პოლიტიკური ლიდერებისგან, რას ელოდება ელიტისგან. ცხადია, ჩვენ მათ უნდა მოვუსმინოთ და მოვისმინოთ მათი მოლოდინები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებთან და პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობის მიღმა, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ხედავენ და აღიარებენ საქართველოს პოლიტიკურ ნებას. თქვენ [პარტნიორებო] არ უნდა დაივიწყოთ და გთხოვთ, რომ მუდმივად გახსოვდეთ ქართველების ნება და სურვილი. ჩვენი მოქალაქეები ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ. აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ენასთან და იდენტობასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან უწევთ ცხოვრება, ისინი არიან მობილიზაციის მსხვერპლნი, მათ უწევთ ასევე, მუქარის ატანა, მათ აწვდიან ინფორმაციას, რომ საქართველომ შეიძლება სათავისოდ გამოიყენოს ეს სიტუაცია და რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ეს არ ხდება ასე, ტერიტორიების უკან მიტაცებით. ეს სხვა ადამიანების მიდგომაა. ასევე, კიდევ ერთი გამოწვევა რუსეთიდან მასიური მიგრაციაა. ეს გამოწვევა, გარკვეულწილად, შესაძლებლობაა, რადგან კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, ქართული სტუმართმოყვარეობა, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ სრულად გავაკონტროლოთ ის, რაც ხდება. კი ბატონო, გვქონდეს გახსნილი საზღვრები, განსაკუთრებით წარმოშობით ქართველებისათვის, მაგრამ ამავდროულად, უნდა გავიაზროთ, რომ გვქონდეს სწორი კანონმდებლობა და შესაბამისი რეგულაციები იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ არასასურველი განზრახვები. დაბოლოს, საქართველოს წინაშე არსებულ ასეთ ძალიან დიდ გამოწვევებთან ერთად, რომლებმაც შესაძლოა, განსაზღვროს ჩვენი ერის მომავალი, ჩვენი შიდა გამოწვევები რაღაცნაირად აბსურდული, არარელევანტური და ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩანს, რადგან ჩვენი მოსახლეობის მისწრაფებები ცხადია: მათ სურთ დაასრულონ პოლარიზაცია, მათ სურთ დაინახონ ახალი ძალები საქართველოს მომავლისთვის, ახალი ფიგურები, ახალი პერსპექტივები და ამ ეტაპზე, ეს არ გახლავთ პოლიტიკური ძალების ნება იქნება ეს უმრავლესობა, თუ ოპოზიცია. ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან თავიანთ ძალაუფლებას და პარტიულ მისწრაფებებს. და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ პოლარიზაციას უწყობს ხელს, ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხია. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისა და მისი რეპუტაციისათვის, მისი შიდა სტაბილურობისა და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაცია და დაველოდოთ 22 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომელიც დარწმუნებული ვარ (და მინდა ვიყო დარწმუნებული) საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს ამ სიტუაციიდან გამოვიდეს და ყველა თავის მოვალეობაზე, ქვეყნის მართვაზე, პრობლემების გადაწყვეტასა და ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე იყოს კონცენტრირებული, იყოს კონცენტრირებული ევროპისკენ, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ და ესაა სწორედ ის, რასაც ვუსურვებ ქვეყანას 2023 წელს და მინდა, გისურვოთ ყველას, თქვენ, თქვენ ოჯახებსა და მთლიანად მსოფლიოს”,- განუცხადა ზურაბიშვილმა დიპლომატებს.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)