01:50 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 16:16:53, 6928 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაცმოძრაობის“ სამი დეპუტატი შიმშილობას იწყებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები - დავით კირკიტაძე, ანა წითლიძე და აბდულ ისმაილოვი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებენ. 

როგორც დავით კირკიტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ პოლიტიკურმა აქტმა ფრაქციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა სამივე დეპუტატი დარწმუნებულია, რომ პროტესტი პარლამენტსაც გასცდება.

"დღეს, მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას. ამ პოლიტიკურ აქტთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა ფრაქციის შიგნით, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის კედლებში და იქნება პარლამენტის კედლებს გარეთაც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ საზოგადოებას ღრმად აქვს შერჩენილი ადამიანობა, ჰუმანიზმი და ჩვენ ერთად არ უნდა დავუშვათ ჩვენ ქვეყანაში მესამე პრეზიდენტის სიკვდილი და არ უნდა გავხდეთ ამ აქტის მონაწილეები უკვე მეორედ",- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.

აღნიშნულს წინ უძღოდა მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი, რომელზეც პენიტენციურმა სამსახურმა "ტექნიკური მოწყობილობების არარსებობის" გამო, "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილის ონლაინ დასწრება არ უზრუნველყო. საპასუხოდ, ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომ ევროპარლამენტარების თხოვნით, შიმშილობას წყვეტდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics