01:50 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 14:04:23, 959 ნახვა

პოლიტიკა
„საჭიროა ერთიანი ფრონტით ბრძოლა“ - ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა

ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა. ამის შესახებ დეპუტატებმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ფრაქცია მიიჩნევს, რომ ავტოკრატიასთან ბრძოლა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა მარტივი არ იქნება, თუმცა საჭიროა ერთობა და საზოგადოებრივი პროტესტი. 

"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის იმ ასი ათასობით ამ ქვეყნის მოქალაქის, რომელსაც გუშინ ღამე არ უძინია იმ კადრებზე, რაც ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ყველას კარგად გვესმის, რომ ავტოკრატიასთან ბრძოლა მარტივი არ არის და პუტინის პირადი ტყვე  მიხეილ სააკაშვილის დახსნაც მარტივი არ არის იქნება. ამისთვის საჭიროა მთელი საზოგადოების გულწრფელი ერთობა და ერთიანი ფრონტით ბრძოლა ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ",- განაცხადა გიორგი კირთაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს.

უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics