02:12 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 23:16:54, 2548 ნახვა

პოლიტიკა
ლექსმანი - თუ სააკაშვილი-გვარამიას საქმეები არ მოგვარდება,ევროკავშირს ექნება საფუძველი,თქვას „არა"

ნიკა გვარამიას საქმე, რომელზეც ომბუდსმენმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ არსებობს პოლიტიკური მოტივები გვარამიას საქმეში. ეს ორი შემთხვევაც თუ კი არ მოგვარდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეს იქნება საფუძველი ევროკავშირისთვის, რომ მან თქვას "არა" , - განაცხადა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილთან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მისივე თქმით, არსებობს სამართლებრივი საფუძველი,რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი უნდა განთავისუფლდეს შესაბამისი სამედიცინო ზრუნვისთვის,რომელიც იქნება საზღვარგარეთ. სხვა შემთხვევაში რთული იქნება იმის დეკლარირება,რომ საქართველოში სასამართლო სისტემა მიუკერძოებელია.

თუ სისტემის გამო, სააკაშვილი ციხეში მოკვდება და როგორც გითხარით, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ 283-ე მუხლი, გათავისუფლდეს სამედიცინო ზრუნვისთვის და მისთვის მიწოდებული იყოს შესაბამისი სამედიცინო ზრუნვა, რომელიც იქნება საზღვარგარეთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რთული იქნება იმის დეკლარირება, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა არსებობს.

კიდევ ერთი საკითხი – ნიკა გვარამიას საქმე, რომელზეც ომბუდსმენმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ არსებობს პოლიტიკური მოტივები გვარამიას საქმეში. ეს ორი შემთხვევაც თუ კი არ მოგვარდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეს იქნება საფუძველი ევროკავშირისთვის, რომ მან თქვას "არა " - განაცხადა  მირიამ ლექსმანმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics