|
2022-12-08 12:08:48, 1331 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საახალწლო დღესასწაულები გააქრონ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ხვალ, 9 დეკემბერს, 20:00 საათზე საზეიმოდ აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, არავის მიეცემა უფლება, რომ "მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით" საქართველოში და თბილისში საახალწლო და საშობაო დღესასწაულები გაქრეს. „მინდა, ყველას შევახსენო, რომ არსებობს თარიღები, რომლებიც, გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, საჭიროებს განსაკუთრებულ აღნიშვნას, რადგან იმედის, სიხარულის და ბედნიერების განცდა აუცილებელია ადამიანების ცხოვრებაში. სწორედ ასეთი თარიღია ახალი წელი. ვისურვებ, რომ არასდროს, მსოფლიოს არცერთ ქალაქში არ გაქრობოდეთ ადამიანებს მისი სათანადოდ აღნიშვნის სურვილი. დღეს მსოფლიო არის სერიოზული გამოწვევების წინაშე, ჩვენს რეგიონშიც არის სერიოზული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველგან ცდილობენ, რომ ადამიანებს მისცენ შობა-ახალი წლის დღეების აღნიშვნის შესაძლებლობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს დღეები ვისმენთ ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელთა განხილვას დღეს აქ არ შევუდგები. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა - არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები. არავის არ მიეცემა ამის უფლება და შესაძლებლობა. ახალი წელი და შობის დღეები - ეს არის ის დღესასწაულები, რომელსაც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული განსაკუთრებით ადამიანი ელოდება. ყველასთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა თანაქალაქელები საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია. „მინდა, დავპატიჟო ყველა. მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ჩავიფიქროთ მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და ყველას, მთელ მსოფლიოს გვინდა ვუსურვოთ მშვიდობა. ნაძვის ხის ანთების შემდეგ გაიმართება კონცერტი. ჩემი თხოვნა იქნება, ჩაიცვათ თბილად, რადგან ძალიან ცივა. წამოიყვანეთ თქვენი პატარები და მობრძანდით, გელოდებით რუსთაველის გამზირზე. რა თქმა უნდა, საახალწლო სურვილები უცვლელია - სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და რა თქმა უნდა, მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)