01:48 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 17:37:11, 1007 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - თუ ომობ, ღმერთმა მოგცეს საშუალება - იომე, მაგრამ ფრონტიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, რას ნიშნავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს, თუმცა მაინც მიაჩნია, რომ ომში არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები,  რომლებიც დაკავშირებული არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან". 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ომის ფრონტიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება კიდევ ერთი ნიშანია, რომ ეს ადამიანები არიან ასოცირებული ოპოზიციასთან. 

"ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს, გასაგებია. ბოლო ორი დღეა, მინდა საზოგადოებას განუმარტო, ვინც ისმენდა არასწორ ინტერპრეტაციას ჩემი ნათქვამის, კიდევ ერთხელ მინდა გავმართო ჩემი ნათქვამი. საერთოდ ყველამ, მათ შორის მინდა ვთხოვო ყველაზე რადიკალურ, დეგრადირებულ, ამორალურ ოპოზიციას, რომ ისეთ საკითხებზე,რომელიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, განსაკუთრებით ომში მყოფის ადამიანს, ამ თემით სპეკულირება არის ყოვლად ამოღარული, უზნეობა და ფარისევლობა. რაც შეეხება ჩემ განცხადებას, მე ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება  და პატივისცემა ფორმიანების მიმართ. მეორე, ჩემი ნათქვამი იქნა გაგებული არასწორად და ეს თქვენი ბრალია, რომ თითქოს მე ადამიანებს, რომელიც დღეს უკრაინაში ომობს, ვუწოდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ეს დიდი სიცრუეა. მე ვთქვი შემდეგი - უნდა გაიმიჯნოს, არიან ადამიანები, ყოფილის სამხედროები,  რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული "ნაცმოძრაობასთან", თავისი იდეალისტური დამოკიდებულობით, წავიდნენ და ომობენ, მე მათზე არ მითქვას, რომ ყველა ომის პარტიის წაყვანილია, მე ვთქვი, რომ უნდა გაიმიჯნოს - არიან ადამიანები, რომლებიც არიან სააკაშვილის ომის პარტიის წაყვანილი და ორგანიზებული. ამის მტკიცებულებები არის. 

ეს ადამიანები არიან ასოცირებული პირდაპირ მაგ პარტიასთან, ზოგიერთი დღესაც მოქმედი წევრია. მაგალითად მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის დიდი მხარდამჭერი და მე ასე მესმის,  თუ ადამიანი ომობ და მინდა მივმართო ამ ადამიანს და მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, ღმერთმა მოგცეს საშუალება იომე, მაგრამ პარტიული ჩართულობა და ომის ფრონტიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, არ ვიცი რას ნიშნავს",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

სახელმწიფო მეთაური ასევე შეეხო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემის საკითხს და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, რადგან "ომში არ ჩაერთვებიან". 

"სამხედრო დახმარებას, ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ და ამ ომში, კონფლიქტში, როგორც სახელმწიფო,არასდროს არ ჩავერთვებით. დანარჩენი, მე როგორც პრემიერი, ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ხალხის წინაზე. რაც შეეხება ომში ჩართვის თემას, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა,  საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რომ ქართველებიც ჩართულიყვნენ. მაგრამ მადლობა ღმერთს. ჩვენ ყელა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენს ქვეყანას",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics