|
2022-12-06 22:53:02, 928 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - მთელი ამ კამპანიის მიზანი არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში შეიქმნას სურათი, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო მოწამლული
იუსტიციის მინისტრი ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სააკაშვილის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. რატი ბრეგაძის თქმით, მისი გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის" კარგად ნაცნობი კამპანიაა და მასში ახალი არაფერი: „ადვოკატმა გაავრცელა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, შემდეგ თავად სააკაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო. შემდგომში გავრცელდა ინფორმაცია ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ. მთელი ამ კამპანიის მიზანი არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, საერთაშორისო პრესის ფურცლების აჭრელების შედეგად შეიქმნას სურათი, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, ყოფილიყო მოწამლული". რატი ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ, როგორც პასუხისმგებლიანმა უწყებამ, მიმართა ექსპერტიზის ბიუროს, რათა ჩატარებულიყო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა, თუმცა, შემდგომში მას მაინც ჩაუტარდა ეს ექსპერტიზა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ფარგლებში. „თავიდან ბოლომდე ვხედავთ არათანმიმდევრულ სურათს. მთლიანი კამპანია – ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" საკმაოდ ნაცნობი გზა. აქ არაფერია ახალი და უცხო, ამას საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს", – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)