|
2022-12-05 15:11:17, 1161 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - სამძიმარი შხამიანი პროპაგანდისთვის გამოიყენეს, ეს პოლიტიკური არარაობებისა და ნაძირლების გზავნილია
ისეთი შეტოპილი აქვთ პუტინისტურ პროპაგანდაში, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებენ რომ სამძიმრის თქმის ინსტიქტი თავად არ ჰქონიათ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერია პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და "პოლიტიკური არარაობებისა და ნაძირლების გზავნილი" უწოდა. "სანამ საზოგადოებრივმა წნეხმა და სხვა დროს პოლიტიკური განცხადებებით არ ცნობილმა, მაგრამ გავლენიანმა ადამიანებმა არ მოუწოდეს ამისკენ, იქამდე არ ჩაუთვლიათ საჭიროდ ამის გაკეთება და მერე როგორ ჩანს ჩათვალეს, რომ პიარულად ძალიან ზიანდებიან, თუმცა მაშინაც კი ეს სამძიმარი გამოიყენეს თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის, თითქოს ან ადრე, ან მომავალში საქართველოს ბრალი იყო, ან შეიძლება იყოს რუსეთი, თუ თავს დაგვესხმევა, ან როცა ის თავს დაგვესხა. გამოიყენეს ეს სამძიმარი ამ მოღალატეობრივი აზრისთვის, თითქოს ახლა მათი ეს მოღალატეობრივი პოზიციაა, რაც გადაგვარჩენს და არა გაძლიერება, რასაც უნდა აკეთებდეს დღეს ხელისუფლება, როცა უნდა მუშაობდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, აშშ-სთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლომაზე, რომ დაცულები ვიყოთ. ამის მაგივრად, სრულიად საპირისპირო, მოღალატეობრივი გზით მიდიან და პლუს დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვინც თავისი ნებით იცავს თავისუფლებას მსოფლიოში და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას უკრაინაში ბრძოლით, თითქოს მათ პოლიტიკური ოპოზიცია აორგანიზებს და მიჰყავთ ომში, ანუ მათ კი არ აქვთ ამის თავისუფალი ნება, სხვები აორგანიზებენ ამას. ეს არის პოლიტიკური არარაობებისა და ნაძირლების გზავნილი რაც დღეს მოვისმინეთ“ - ამბობს ბოკერია. შეგახსენებთ, რომ დღე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ "ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში ომის პარტიის წარმომადგენლებს მიჰყავს".
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)