02:46 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 18:25:58, 944 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც უნდა პარტიის დაყოფა და შემდეგ კარის გაჯახუნება

ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაყოს, დაანაწევროს და მის პარტიაში აპირებს რამეზე ფარდის ახდას, ეს არის სამწუხარო, იმიტომ, რომ ეს აზიანებს პარტიას, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი,პარტიაში შიდა არეულობის საკითხს.

მისივე თქმით,რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ეს პროცესი,რათა პარტიამ შეძლოს,რომ სტაბილურად დაიწყოს მობილიზება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ.

„გაჯანჯლებას ჩვენ არ მივესალმებით. კარგია, რომ ჩაინიშნა 11 დეკემბერს. მნიშვნელოვანია, მალე დასრულდეს საარჩევნო პროცესი და ეს უნდა მოხდეს დეკემბრის თვეში. არც ფარდის უკან არ ვეძებთ ვინმეს და არც არავის მხილებას არ ვაპირებთ. თუ ვინმეს ვამხელთ, ეს არის რუსი ოლიგარქი  და მისი კრიმინალური ხელისუფლება. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაყოს, დაანაწევროს, მის პარტიაში აპირებს რამეზე ფარდის ახდას, ეს არის სამწუხარო, იმიტომ, რომ ეს აზიანებს პარტიას. ამიტომ, ჩვენ ვართ ადამიანები, მე და ჩემი თანამებრძელები, ვისაც გვინდა პარტიის გაძლიერება. ჩემდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც უნდა პარტიის დაყოფა  და შემდეგ კარის გაჯახუნება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი მორჩეს სწრაფად, რომ პარტიამ სტაბილურად, მობილიზება დაიწყოს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“. - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics