02:46 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 16:17:58, 908 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის დუმის სპიკერი ბჟანიას - გამოწვევების დრო დგას, რომლის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთად ყოფნით

დღეს გამოწვევების დრო დგას და მათი დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთად ყოფნით, - ამის შესახებ აფხაზეთში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინი ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას განაცხადა. 

რუსეთის დუმის სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს სახელმწიფო დუმასა და აფხაზეთის ე.წ პარლამენტს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც მაღალი დონის კომისია შეიქმნა. 

"დღეს გამოწვევების დრო დგას და ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთად ყოფნით, ამიტომაც ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სახელმწიფო სათათბიროსა და აფხაზეთის პარლამენტს აქვს ყველა შესაძლებლობა რომ ეს გამოწვევები დაძლიოს და სანქციებს გაუმკლავდეს. ამისთვის საჭიროა, რომ უკეთ გვესმოდეს ერთმანეთის, დიალოგის გარეშე კი, ეს შეუძლებელია.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყნებზე, უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ ურთიერთობები მოკავშირე, სტრატეგიული ხასიათისაა. მაგრამ ურთიერთობების დინამიკას ადგენენ სახელმწიფოს მეთაურები. ჩვენი ამოცანაა მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერად უზრუნველყოფა. ჩვენ ეს პრობლემა ეფექტურად უნდა გადავჭრათ",- განაცხადა დუმის სპიკერმა. 

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აფხაზეთში 1 დეკემბერს ჩავიდა. ვოლოდინი ე.წ პარლამენტში ლაშა აშუბას შეხვდა, სადაც მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას "აფხაზეთის სახალხო კრებასა და რუსეთის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას შორის თანამშრომლობის შესახებ".

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ასევე შეხვდა აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტს ასლან ბჟანიას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics