|
2022-12-02 13:08:37, 992 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორიც არის ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, პუტინიც
მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეც და პროკურორიც ბიძინა ივანიშვილია და არა მხოლოდ, მე ვიტყოდი, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც,- ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ექსპრეზიდენტის საქმის მოსამართლეზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არანაირი გიორგი არევაძე არ არსებობს, თუმცა არსებობს "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება. "მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეც, პროკურორიც არის ბიძინა ივანიშვილი და არა მხოლოდ, მე ვიტყოდი, რომ შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც. ჩვენ გვახსოვს მისი დაპირება, მათ შორის, სააკაშვილის წინააღმდეგ. და ზოგადად, მისი დამოკიდებულება რეგიონში მსგავსი პოლიტიკური ფიგურების მიმართ. არანაირი არევაძე არ არსებობს, არსებობს "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება, ასევე ბიძინა ივანიშვილის",- განაცხადა ხოშტარიამ. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, ამ საქმეზე ყველა ქმედება იქნება გამადიდებელი შუშის ქვეშ დაკვირვებული და გეგმავენ, სასამართლოდან გამოითხოვონ ჩანაწერები იმის შესახებ, თუ რა პრინციპით მოხდა მოსამართლე არევაძის არჩევა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. დოკუმენტებში, რომელიც შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოში დილით შეიტანა, აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტს 20 დაავადება აქვს, რომელთაგან უმეტესობა პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)