03:46 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 23:40:06, 977 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს „გლობალ პოინტთან“, რომელმაც უნდა გაუწიოს პიარ კამპანია მიშას გადაყვანას

მიხეილ სააკაშვილის დელეგირებით, მისი დედა გიული ალასანია, აწერს ხელს, აფორმებს კონტრაქტს „გლობალ პოინტთან“, როგორც ჩანს არის ასეთი ორგანიზაცია, რომელიც არის ლობისტურ პიარ საკონსულტაციო კომპანია, რომელიც თავის მხრივ იღებს პასუხისმგებლობას, რომ გაუწიოს მედია პიარ-კამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით და დააორგანიზოს ამ თემის საზოგადოებრივი აზრის ფორმირება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა. 

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ამაში იხდიან საკმაოდ სოლიდურ თანხას, ამერიკულ კომპანიასთან  კონტრაქტი ფორმდება 18 ნოემბრიდან 17 იანვრამდე და მთავარი მოთხოვნაა, ამ კონტრაქტის პირობების შესრულება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როდესაც გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული მისიით“ და სხვადასხვა პარტნიორებთან  კომუნიკაციით.

მისივე თქმით, ეს არის მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ამას მართლაც საერთო არაფერი აქვს არც სამართალთან, არც ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.

„ანუ ლობისტს ქირაობენ იმისთვის, რომ მედია და პიარ უზრუნველყოფა გაუწიოს მიშას გადაყვანას და ამ თემის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. კიდევ მწერენ ამ წუთებში, იხდიან საკმაოდ სოლიდურ თანხას, 18 ნოემბრიდან 17 იანვრამდე ფორმდება კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან და მთავარი მოთხოვნაა, ამ კონტრაქტის პირობების შესრულება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როდესაც გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული მისიით“ და სხვადასხვა პარტნიორებთან  კომუნიკაციით.

ეს არის მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ამას მართლაც საერთო არაფერი აქვს არც სამართალთან, არც ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. სუფთა პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური კამპანიაა, რომლის საფუძველზეც და შედეგად უნდა გამოიწვიონ ამ ქვეყანაში არეულობა.
გათავისუფლების გზა არის რეალურად, თუ ამის საფუძველი არსებობს, სამართლებრივი. თუ გინდა რომ რეალობასთან ახლოს იყოს რაღაც პროცესი და მართლაც ზრუნავ კონკრეტული ადამიანის  გათავისუფლებაზე,  თუ მართლა გჯერა და გწამს რომ მას აქვს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომ ეს ითვალისწინებს და შესაბამის კრიტერიუმებში ჯდება და მის გათავისუფლებაზე შეიძლება იყოს სამართლებრივად ლაპარაკი, დაიქირავებ ადვოკატს და არა პიარ კომპანიას.  ეს ადასტურებს, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი, თავისი პოლიტიკური მიზნებით. 

ეს ინფორმაცია შეგვეძლება დავაზუსტოთ, დავაკონკრეტოთ. ეს ჩვენი უცხოელი მეგობრების და ქვეყნის გარედან მიღებული ინფორმაციაა. მე პირადად ისეთი ხალხი მწერს, რომ წყაროს რეალობაში და ინფორმაციის რეალობაში  ნამდვილად არ მეპარება ეჭვი. ხვალ გაირკვევა, ან დაადასტურებენ ან უარყოფენ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics