03:46 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 12:28:12, 924 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა კეზერას ფულისთვის - ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე

ყველამ იცის, რა პროცესი მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს არის ბრძოლა კეზერას ფულისთვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

ზარქუას თქმით, ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიაში არსებობს შიდა დაპირისპირება, რასაც უმრავლესობის წევრი "ტრაგიკომედიას" უწოდებს. 

"ყველამ იცის, რა პროცესი მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ , ეს არის ბრძოლა კეზერას ფულისთვის. კლანებს შორის დაპირისპირებაა შიგნით, სხვა დანარჩენი არც აინტერესებთ და ამიტომაც არის, რომ ერთი ახლა ცალკე აქციაზე გარბის, მეორე მეორე მხარეს, ერთი ალთას, მეორე ბალთას. ის კაცი იქიდან ყვირის, რომ ჩემს სახელს რატომ იყენებთ ასე უდიერადო. გახსოვთ თქვენ, რომ ერთმა თქვა, რომ დარიშხანით მოწამლესო, მეორემ რაღაც ჩაუყარეს მოწამლესო და ის კაცი გამოვიდა, არ მოუწამლივარო. ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე", - ამბობს ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.

ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. 

ნიკა მელიას თქმით, კანდიდატების რაოდენობა კიდევ შემცირდება და საბოლოოდ, მხოლოდ ხაბეიშვილთან "იპაექრებს". 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics