|
2022-12-01 12:20:22, 799 ნახვა
პოლიტიკა
არესტოვიჩი - ხელისუფლებას სააკაშვილის გაშვების ეშინია, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან
ხელისუფლებას მისი მოკვლის ეშინია, გაშვებით - არ გაუშვებენ, რადგან ამისიც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. არესტოვიჩის თქმით, იმის მტკიცება, რომ ექსპრეზიდენტი თავად ხელისუფლებამ მოკლა, ძალიან რთული იქნება, ისევე როგორც იმის დამტკიცება, რომ არ უტარდებოდა კვალიფიციური დახმარება. „სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის ერთად აღებულს. ის უკრაინის მოქალაქეა. ის თავად ჩავიდა საქართველოში და საკუთარი ნებით ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებით - არ გაუშვებენ, რადგან ამისიც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან და იტყვიან, რომ ასე გამოვიდა, ასაკის, ციხის და ნერვების ბრალია, თავად მიიყვანა საკუთარი თავი აქამდე, ჩვენ ვეცადეთ და ვუფრთხილდებოდით მის ჯანმრთელობას. იმის დამტკიცება, რომ თავად მოკლეს ძალიან რთული იქნება, როგორც იმის დამტკიცება, რომ არ უტარდებოდა კვალიფიციური დახმარება. ისინი ახლაც ამბობენ, რომ ყველანაირად ცდილობენ, მაგრამ მან თავად მიიყენა დაზიანებები. მე არ ვიქრობ, რომ მას შეგნებულად და მიზანმიმართულად კლავენ, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. მსოფლიოში ახლა ისეთი ვითარებაა, რომ ხელისუფლებაში არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებმაც არ იციან როგორ მართონ და სააკაშვილიც ასეთ გარემოში მოხვდა. არ ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას. რამე რომ გავაკეთოთ, მერე იტყვიან, რომ სუვერენული ქვეყნის საქმეებში ვერევით. მე არ ვიცი, შეუძლია თუ არა ამ სიტუაციაზე ზემოქმედება პრეზიდენტ ზელენსკის, ეს მისი გადასაწყვეტია, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე ჩავერეოდი და შევთავაზებდი საქართველოს მთავრობას, რომ სააკაშვილი მესამე ქვეყანას გადასცენ, ავსტრიას მაგალითად, სადაც იმკურნალებდა. იმიტომ რომ, არა მგონია, საქართველოს მთავრობას უნდოდეს, რომ მთელმა მსოფლიომ ისინი ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობაში დაადანაშაულოს. თუ ეს მოხდა, ისინი ამ დანაშაულს ვერასდროს ჩამოირეცხავენ“,- განაცხადა არესტოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. "ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)