|
2022-11-30 16:26:53, 854 ნახვა
პოლიტიკა
დემნა გვასალია - ვიღებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს გიხდით არასწორი არჩევანისთვის
ბალენსიაგას ხელმძღვანელი დემნა გვასალია მოდის სახლის კამპანიის Gift Shop-ისფარგლებში გამოქვეყნებულ ფოტოებთან დაკავშირებით ბოდიშს იხდის. წერილი დიზაინერმაInstagram-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
დემნას თქმით,ბავშვების მსგავს კონტექსტში გადაღება შეუფერებელი საქციელი იყო,მაგრამიდეაში არ ჰქონდა ცუდი განზრახვა და გმობს ბავშვთა მიმართ სასტიკ მოპყრობას.
მსურს პირადად მოგიბოდიშოთ არასწორი არტისტული არჩევანისთვისსადღესასწაულო კამპანიის შინაარსის შესახებ. ვიღებ ჩემს პასუხისგებლობას. შეუფერებელიიყო, რომ ბავშვებს რეკლამა გაეკეთებინათ იმ ნივთებისთვის, რომლებთანაც არანაირიკავშირი არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო ჩემი ნამუშევრობით ფიქრების პროვოცირება მიყვარს, არასდროს მქონია განზრახვა, რომ ამისთვის ისეთი საშინელი თემა გამომეყენებინა, როგორიც არის ბავშვებთან სასტიკი მოპყრობა, რასაც მე ვგმობ. საჭიროა ვისწავლო მომხდარისგან, მოვუსმინო და დავკავდე ბავშვთა დაცვისორგანიზაციებთან ურთიერთობით, რათა გავიგო, თუ როგორ შემიძლია მონაწილეობა მივიღოდა დაცეხმარო მათ ამ საშინელი თემის წინააღმდეგ. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შეუარცხყოფილი დარჩა ამ ვიზუალებით და Balenciaga იძლევაგარანტიას, რომ ადეკვატური ზომები იქნება მიღებული არამხოლოდ იმისთვის, რომ მსგავსიშეცდომა არ მომავალში არ განმეორდეს, არამედ ვიღებთ პასუხისმგებლობას ბავშვთაკეთილდღეობის დაცვაში ყველა იმ გზით, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია.” - წერს დემნაგვასალია.
შეგახსენებთ,დემნა გვასალიას კამპანიის შემდეგ,მოდის სახლი მკაცრად გააკრიტიკესბავშვების BDSM-ით შთაგონებული ნივთებით პოზირებისთვის
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)