|
2022-11-25 13:48:45, 1188 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - სააკაშვილი ამბობს, რომ მოწამვლაზე ეჭვი არ აქვს, სხვა როგორ შეიძლება აძალებდეს გინდა თუ არა მოწამლული ხარო
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის რიტორიკა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეცვლილია. როგორც ოხანაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, გარემოება, რომ სალომე ზურაბიშვილის რიტორიკა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ობიექტური მიზეზების ცვლილების გარეშე შეიცვალა, დასაფიქრებელია. "რამ შექმნა საფუძველი მისი რიტორიკის ცვლილების - ჩემთვისაც დასაფიქრებელია. ეჭვს აჩენს ის, რომ როდესაც ობიექტური საფუძველი არ შეცვლილა, რას შეიძლებოდა შეეცვალა რიტორიკა", - განაცხადა ოხანაშვილმა, რომელიც ასევე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. ოხანაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის მოწამვლაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც თავად ის ამბობს, რომ მოწამვლაზე ეჭვი არ აქვს. "თავად სააკაშვილმა თქვა, რომ არავითარი ეჭვი არ გამაჩნია ჩემთან მიმართებაში მოწამვლისო, ამ ქალს თუ უნდა, რომ ჩაითვალოს, რომ ის მოწამლულია, არ ვიცი, უნდა ჩამოყალიბდნენ. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არავითარი ეჭვი არ აქვს მოწამვლის, სხვა როგორ შეიძლება აძალებდეს, რომ გინდა თუ არა, მოწამლული ხარო", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, დღეს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ ძალიან დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი ინტოქსიკაციის მსხვერპლია და მისი დაუყოვნებლივ შეწყალებისკენ პრეზიდენტს მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, 24 ნოემბერს განაცხადა, რომ "თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება". აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 19 ნოემბერს, მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას 20 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყებამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია". 21 ნოემბერს, ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, შესაძლო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავენ, რათა "ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ". პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის საკითხზე კიდევ ერთი განცხადება „ვივამედშიც" გაკეთდა. კლინიკის დირექტორი, ზურა ჩხაიძე ამბობს, რომ პაციენტ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევები არაერთგზის აქვს ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ თავად მესამე პრეზიდენტი ადვოკატის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. "არასდროს, არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე", - დაწერა სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)