03:29 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 12:27:54, 1283 ნახვა

პოლიტიკა
საბა ბუაძე - თბილისის ბიუჯეტი არის უღიმღამო და ვერანაირად ვერ პასუხობს ორნიშნა ინფლაციას

ეს არის უღიმღამო, არაამბიციური ბიუჯეტი, სადაც არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივა არ არის შესული, - ასე აფასებს პარტია "ლელოს" და თბილისის საკრებულოს წევრი, საბა ბუაძე დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის განხილვას.

მისი თქმით, ბიუჯეტი ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ ორნიშნა ინფლაციას და ძირითადად მოიცავს იმ მიმდინარე ხარჯების დაფარვას, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტში არსებობს. 

"ეს არის უღიმღამო, არაამბიციური ბიუჯეტი, სადაც არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივა არ არის შესული და ძირითადად მოიცავს იმ მიმდინარე ხარჯების დაფარვას, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტში არსებობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ბიუჯეტი ვერანაირად ვერ პასუხობს იმ ორნიშნა ინფლაციას, რომლის შედეგადაც თბილისსა და მთლიანად საქართველოში ფასები კატასტროფულად იზრდება. მთლიანობაში არც ერთი კრიტიკული მიმართულებით არ გვაქვს ამ ბიუჯეტზე პასუხები.

დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის თბილისის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. მომავალი წლის თბილისის საკრებულოს ბიუჯეტი 121 მილიონი ლარით მცირდება.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.   დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს თბილისის მერიის გადასახდელების მოცულობა 1.44 მილიარდი ლარი იქნება, რაც წლევანდელთან შედარებით 120 მილიონი ლარით ნაკლებია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics