03:29 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 11:50:36, 1029 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის ელჩი - პროცესსაც აქვს მნიშვნელობა - ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა განიხილოს

ვუწევ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის განსახილველად გადაცემას,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისი თქმით, რეზულტატი მნიშვნელოვანია, მაგრამ პროცესსაც აქვს მნიშვნელობა, შესაბამისად კარგი იქნება, თუ ვენეციის კომისიაც განიხილავს კანონპროექტს. 

„დიახ, მე ვუწევ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის განსახილველად გადაცემას. რეზულტატი მნიშვნელოვანია, მაგრამ პროცესსაც აქვს მნიშვნელობა და დადებითი ნაწილია ის, რომ ვენეციის კომისიამ კანონპროექტი განიხილოს.“, - განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭრა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებამდე უნდა იყოს შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics