03:29 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 17:07:11, 1225 ნახვა

პოლიტიკა
კიევზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმას მინიმუმ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რეგიონში გვაქვს დარტყმები საცხოვრებელ სექტორსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებამ ავრცელებს.

მისივე თქმით, კიევზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმას მინიმუმ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 

"რეგიონში გვაქვს დარტყმები საცხოვრებელ სექტორსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმას მინიმუმ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შეტაკების შედეგად დაზიანდა ორსართულიანი შენობა და დაშავდა მინიმუმ ერთი ადამიანი". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics