|
2022-11-23 12:11:21, 1047 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს და ნიდერლანდების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა ერთობლივი მოსმენა გამართეს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ნიდერლანდების სამეფოში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ნიდერლანდების პარლამენტის სენატის და ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა, ევროპის, ნატო-ს და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომების მუშაობაში, რომელიც საქართველოს საკითხს ეძღვნებოდა. ნიკოლოზ სამხარაძემ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი მიმოიხილა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიდერლანდელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ და მოუწოდა მათ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერისკენ. ნიდელანდელმა კანონმდებლებმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისრაფებების მიმართ მათი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. „მოხარული ვარ, რომ ნიდერლანდების სამეფოში ჩვენს ვიზიტს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა. საქართველოს მიმართ არსებობს დიდი ინტერესი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ პარლამენტის ორივე პალატამ ჩაატარა მოსმენები საქართელოს შესახებ, სადაც მქონდა შესაძლებლობა, რომ მესაუბრა პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული ნაბიჯების და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენმა ნიდერლანდელმა კოლგებმა კვლავ დაგვიდასტურეს მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ისინი მხარს დაუჭერენ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. აღნიშნულ მოსმენებს ასევე ესწრებოდა ნიდერლანდების მმართველი კოალიციის და ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც მნიშვნელოვანია მხარდაჭერის მობილიზაციის კუთხით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. დელეგაციის შემადგენლობაში ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები - ირაკლი ქადაგიშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი არიან.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)