03:33 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 23:03:31, 1277 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე ხაბეშვილზე - მიმაჩნია, რომ ლევან ხაბეიშვილს თავმჯდომარის კვალიფიკაცია ნაკლები ხარისხით აქვს

მიმაჩნია, რომ ლევან ხაბეიშვილს თავმჯდომარის კვალიფიკაცია ნაკლები ხარისხით აქვს. - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კამპანია რომ გაიხსნება, მერე ალბათ უფრო მეტი გახდება ცნობილი.

"მე არ ვიცი ვის ვინ უჭერს მხარს, ყოველ შემთხვევაში, ეს ლევანის ხაბეიშვილი გადასაწყვეტია ვის გამოიყვანს ასპარეზზე, რა დოზით უჭერენ მხარს, როგორ უჭერენ, რა არის არის მისი დამოკიდებულება. მე ვერ გეტყვით, ეს კამპანია რომ გაიხსნება, მერე ალბათ უფრო მეტი გახდება ცნობილი, მაგრამ მე ლევანს, როგორც ანტიკორუფციულ აქტივისტს ვცემ ძალიან დიდი პატივს, ის ჩვენი დეპუტატია, ჩემი მეგობარია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მას კვალიფიკაცია, რაც უნდა ჰქონდეს თავმჯდომარეს, გაცილებით ნაკლები ხარისხით აქვს, თავმჯდომარისთვის, თორემ მე არ ვამბობ კონკრეტულად პოლიტიკოსისთვის, ვიდრე შეიძლებოდა მე მესურვა, ვთქვათ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.

ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკუთარი კანდიდატურა 16 ნოემბერს წარადგინა.

ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics