|
2022-11-22 16:10:27, 829 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი - „ნაცმოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ
"ნაციონალური მოძრაობისა" და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით - “ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“. როგორც მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სწორედ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მეგობრებმა მიიღეს რეზოლუციები, რომელიც სინამდვილეს აბსოლუტურად არ შეესაბამება. „ამ რეზოლუციის ავტორები კიდევ ერთ პროვოკაციულ ნაბიჯს გეგმავენ, რომლის უკან არაფერი დგას. ის, რომ საქართველო არის დასავლეთის ნაწილი და საქართველოს სწრაფვა არის ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ოჯახში, ამ წიაღსვლების ავტორებმა გადაშალონ საქართველოს კონსტიტუცია და კარგად ამოიკითხონ. „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის დონეზე მიიღო, რომ ქვეყანა ევროპული მიმართულებით მიდის და ყველაფერი არის იმ მეგობრების გამოძახილი, რაც ამ ადამიანებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პირადად მიხეილ სააკაშვილთან აქვთ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. ცნობისთვის, ანა ფოტიგამ სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტთა“ ჯგუფი კონფერენციას, სახელწოდებით - „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“ 29 ნოემბერს გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობას ანა ფოტიგა, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი, უკრაინის რადა-ს წევრი ოლექსი გონჩარენკო, უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი და თორნიკე გორდაძე მიიღებენ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)