03:33 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 22:01:13, 1069 ნახვა

პოლიტიკა
ლუგანსკში ოკუპანტებმა მათ მიერვე დანიშნული ე.წ. მინისტრი დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მინისტრი" იური დეგტიარევი, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დეგტიარევი თანამდებობას 2 თვის განმავლობაში იკავებდა. 

"ლუგანკის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელი, იური დეგტიარევი, ორი თვით დააკავეს ტყეში თაღლითობისთვის“. - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics