07:25 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 17:07:18, 815 ნახვა

პოლიტიკა
დავითაშვილი - 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 34 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 33 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებლებზე

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი გაიზარდა 34 პროცენტით და 4,5 მლრდ. აშშ. დოლარი შეადგინა. აქედან ადგილობრივი ექსპორტი 35 პროცენტით არის გაზრდილი და 3 მილიარდ 100 მლნ დოლარს შეადგინს.

„იანვარ - ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვა 15 მილიარდს გადაცდა და წინა წელთან შედარებით, 33 პროცენტით გაიზარდა" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ინვესტიციების ზრდის დინამიკას. მისი თქმით, 2022 წელი პოზიტიური იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც.

„2022 წლის იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 102.0%-ით გაიზარდა და  922.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 62.5%-ს შეადგენს. ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 42.5%-ს გაუტოლდა" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics