07:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-20 15:32:31, 1403 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ივანიშვილს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აინტერესებს, მაგრამ საკუთარი მდგომარეობა მაინც უნდა აინტერესებდეს

მიხეილ სააკაშვილთან, როგორც პოლიტპატიმართან მიმართებაში, ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა რუბიკონი დიდი ხანია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე აღნიშნა, თუ ივანიშვილი სააკაშვილთან, როგორც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან მიმართებაშიც გადალახავს რუბიკონს, "ძველებურად ვეღარაფერი იქნება".

"მიხეილ სააკაშვილთან, როგორც პოლიტპატიმართან მიმართებაში, ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა რუბიკონი დიდი ხანია. ის არაადამიანური მოპყრობა, რომელიც ხორციელდება მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამის შედეგია. დღეს თუ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილი, მისი მართული სასამართლო რუბიკონს გადალახავს როგორც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის წინააღმდეგ, ძველებურად ვერაფერი ვერ გაგრძელდება... სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სიცოცხლე და ტყვეობა ბიძინა ივანიშვილს რომ არ აინტერესებს, ეს დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ივანიშვილს საკუთარი მდგომარეობა მაინც უნდა აინტერესებდეს. დანარჩენი დამოკიდებულია ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო საზოგადოებაზე, "ნაციონალურ მოძრაობაზე", - უთხრა მელიამ "მთავარ არხს".  

ცნობისთვის, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისა და გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება.

პრეზიდენტის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა გუშინ, 19 ნოემბერს განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება".

ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა.

უწყებამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics