08:21 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 17:43:59, 986 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციას - ევროპის დედაქალაქებში დასეირნობთ, იღებთ „სელფებს“ და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ლობირებთ

თქვენ მართლა დასეირნობთ, ოღონდ არა მარტო დასეირნობთ, პირდაპირ ლობირებთ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ევროპის ქვეყნებსა და დედაქალაქებში და იღებთ "სელფებს", - ასე მიმართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ოპოზიციას.

როგორც კობახიძემ პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ოპოზიციის ქმედებების საპასუხოდ, "ქართული ოცნება" კანდიდატის სტატუსის მისაღებად უცხოელ პარტნიორებთან მუშაობს. 

"ზუსტად იგივე პერიოდში, როდესაც აქეთ მიდის ინტენსიური მუშაობა ერთი მხრივ, კანონებზე და მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა მხარი დაგვიჭირონ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, თქვენ ქვეყნის საზიანოდ ახორციელებთ ლობირებას, რაც მეტყველებს, რა თქმა უნდა, თქვენზე. არც აქ ხართ ჩართული კანონების შემუშავების პროცესში და იქ ქვეყნის საზიანოდ საუბრობთ საქართველოს შესახებ. რადიკალური ოპოზიცია უკვე ოფიციალურად გადაიქცა კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და კოლექტიურ გიორგი ვაშაძედ. მგონი, ესეც ძალიან კარგი სტატუსია მათთვის", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, კანონმდებლები დღეს პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძისა და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს.

შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics