|
2022-11-18 17:09:28, 1077 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე გიორგი ვაშაძეს - თქვენ რაც გეკუთვნით, ზრდილობის გამო ვერ ვიტყვი, მაგრამ ასჯერ უარესი გეკუთვნით, ვიდრე წარმოგიდგენიათ
თქვენ რაც გეკუთვნით, მე ამას უბრალოდ ვერ ვიტყვი ზრდილობის გამო, მაგრამ გეკუთვნით ასჯერ უარესი, ვიდრე წარმოგიდგენიათ, - ასე მიმართა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძეს. როგორც მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გიორგი ვაშაძეს ჰყავთ რიგებში ისეთი ადამიანი, რომელიც რუსული რუბლებით ფინანსდება, რაც დისკომფორტს არ უქმნის. "პრემიერს ეუზრდელა ერთი ჩვენი კოლეგა - დაგერხაო, პრემიეროო - თან ის ხდება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და ჩვენ როგორ დაგვერხა ვერ მივხვდი. თან, მართლა დარხეული აქვთ, წარმოიდგინეთ, ყველაზე კარგი გამოსვლა მათი მხრიდან ჰქონდა გიორგი ვაშაძეს. დღეს ჩვენმა კოლეგებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ეძახეს მოღალატეები, იკადრეს და რუსეთუმეები. ოღონდ, ძალიან სამწუხარო იცით რა არის, ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება იმის მოთმენას, რა სიბინძურესაც და თეატრალურ გამოსვლას, რასაც თქვენ ახმოვანებთ. რაც გინდა, დაავალე და იკადრებენ. ამ მორალის ადამიანები, მართლა არ წარმომიდგენია. გიორგი ვაშაძეს უნდა დავუბრუნდე, თქვენ რაც გვეკუთვნის, პირადად იმისათვის, რაც გეკუთვნით, მე ამას უბრალოდ ვერ ვიტყვი, ზრდილობის გამო, მაგრამ გეკუთვნით ასჯერ უარესი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ჩვენ პარტნიორთა მექნება ერთი თხოვნა, აგენტებსა და მეგობრებს შორის, მე მაინც მგონია, რომ მეგობრობაზე აქცენტების გაკეთება ჯობია, იმიტომ რომ აგენტების ნდობა არ შეიძლება. და თქვენ გყავთ რიგებში ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენს ტროიკაში შემოდის, და დღემდე რუსული რუბლებით ფინანსდება და ამისი დისკომფორტი, ჩვენ ვერ შეგატყვეთ. მაგრამ რატომ ხართ თქვენ ორმაგი აგენტები, იმიტომ რომ დისკომფორტს არ გიქმნით, ეს ფაქტი",- განაცხადა მდინარაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)