|
2022-11-18 17:20:00, 925 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და ნორვეგიის სახელმწიფო მდივანმა დარგობრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნორვეგიის დიგიტალიზაციისა და ელექტრონული კომუნიკაციების სახელმწიფო მდივანს საქართველოში ციფრული მმართველობის სფეროში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. რატი ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული მიზანია, უზრუნველყოს ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სერვისების მიწოდება როგორც დიდ ქალაქებში, ისე სოფლებსა და დაბებში. ამ მიზნით ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს იუსტიციის სახლები, რაიონული ცენტრებიდან მოშორებით მცხოვრები მოსახლეობისათვის კი, სერვისების მიწოდებას ინოვაციური პროექტი – მობილური იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. რატი ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა დღესაც გრძელდება. სულ მალე დასრულდება მუშაობა კიდევ ერთ ინოვაციურ პროექტზე. JUSTapp მობილური აპლიკაციაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, იუსტიციის სახლის სერვისები სახლიდან გაუსვლელად მიიღონ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ნორვეგიის დიგიტალიზაციისა და ელექტრონული კომუნიკაციების სახელმწიფო მდივანი ციფრული მმართველობის მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით რატი ბრეგაძემ ნორვეგიის სახელმწიფო მდივანს ორ უწყებას შორის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა. რატი ბრეგაძე გან კარინ ჯულს ლუქსემბურგში მიმდინარე გლობალური სამიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)