08:21 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 17:02:35, 1105 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - ბ-ნო პრემიერო, თქვენ მიაღწიეთ იმას, რომ „ოცნების“ მმართველობის 10 წლის თავზე ქვეყანაში უკუსვლა და რეგრესია

ბატონო პრემიერო, თქვენ მიაღწიეთ იმას, რომ „ოცნების“ მმართველობის 10 წლის თავზე, ქვეყანაში არის უკუსვლა და რეგრესი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადაა.

მისი თქმით, ისტორიული პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანამ ვერ მიიღო სტატუსი, იქნება მხოლოდ „რუსულ ოცნებაზე“.

„ბატონო პრემიერო, ვთვლი, რომ თქვენი პრემიერობა იმდენად ტრაგიკულია ამ ქვეყნისთვის, საქართველოს მოქალაქეებს კიდევ დამატებით ტრავმას ვერ მივაყენებ თქვენთან პოლემიკის გამართვით.

ჩემი მთავარი მიზანია, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან საქართვე4ლოს მოქალაქეებმა, ვისაც ჯერ კიდე აქვს იმედი, რომ ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, უბრალოდ ფაქტებით ველაპარაკო.

მე ვისაუბრებ მხოლოდ ფაქტებით და მივყვები 12 სავალდებულო პუნქტს და განახებთ, რა არის ის ვალდებულება რაც ჩვენ უნდა შევასრულოთ სტატუსის მისაღებად. რა არის ის რასაც ამბობს და აკეთებ ხელისუფლება და როგორია რეალობა.

პირველი პუნქტი ეს არის პოლიტიკური პოლარიზების შემცირება. ამ ვალდებულებიდან სულ ცოტა ხნის წინ, ამ საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვენ ბატონო პრემიერო, ოპოზიციას გვიწოდეთ „საცოდავი ადამიანები“, „არარაობები“, „მოღალატე პარტიის წარმომადგენლები“. თქვენი პარტიის თავმჯდომარემ და ერთ-ერთმა ლიდერმა, საერთაშიროსო პარტნიორებს და მეგობრებს-ევროდეპუტატებს უწოდეს „კოლექტიური ჟიგამანტასები“ და „უცხოელი ნაცები“, „კირიმინალების მფარველები“. ეს და ბოლო 6 თვის განმავლობაში გაკეთებული თქვენი განცხადებები, ხელს უწყობს არა პოლარიზების შემცირებას, არამედ პირიქით - აღვივებდა და აღვივებს კიდევ უფრო მეტად ზიზღის ენას.

თქვენ, რომ პოლარიზების შემცირება გინდოდეთ, წამებით ციხეში არ გეყოლებოდათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი-სააკაშვილი.

საერთაშორისო პარტნიორებმა გითხრეს, რომ სტატუსის მისაღებად, ამ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი მედიაგარემო და რა გააკეთეთ თქვენ? თქვენ დააკავეთ აბსურდული ბრალდებით, „მთავარის“ მედია-მენეჯერი-ნიკა გვარამია და აგრძელებთ სხვა ოპოზიციური არხების: „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ დევნას.

ჩვენმა საერთაშორისო პარნიორებმა, სანამ თქვენ ტრიბუნასთან იდექით, ევროპის სახალხო რეზოლუციაც დაგეწიათ, სადაც პირდაპირ  ითხოვენ ოლიგარქ-ივანიშვილის დასანქცირებას, ასევე პირდაპირ გითხრეს და ჩაგიწერეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ვინ არის ამ ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი სახელით და გვარით-ბიძინა ივანიშვილი.

რა გააკეთეთ თქვენ? მეორე მოსმენით მიიღეთ, კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ამ ქვეყანაში შეეხება ყველა კრიტიკულად განწყობილ ბიზნესმენს, გარდა ერთი ოლიგარქისა.

თქვენ, ჩვენმა პარტნიორებმა ასევე გითხრეს, რომ მნიშვნელოვანია კორუფციასთან ბრძოლა. თქვენ გააკეთე ის, რომ შექმენით ანტი-კორუფციული სააგენტო გაურკვეველი ფუნქციებით. რაც ყველაზე უფრო ცინიკურია, თქვენ მთავარი ეჭვმიტანილი კორუფციაში, რომელიც ერთელ უკვე იყავით გაშვებული გუნდიდან და მოხსნილი, უნდა დანიშნოთ ამ სააგენტოს ხელმძღვანელი.

რომელ კორუფციასთან ბრძოლაზეა საუბარი, როდდესაც შტო არ დარჩა ხელისუფლების, რომელიც არ იპარავს დღეს ტენდერებით და მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რომელ კორუფციასთან ბრძოლაზეა საუბარი, როდესაც 12 წლის ბავშვი შეეწირა ვაკის პარკში, კორიფციულ გარიგებას და დღემდე არ აგიღიათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავის.

როდესაც გეუბნებიან, რომ მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმა, ამის საპირისპიროდ თქვენ მურუსიძე და გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეთ.

როდესაც 12 პუნქტში სავალდებულო პუნქტად ჩაგიწერეს საარჩევნო რეფორმა, თქვენ ატარებთ ამას კანონიერი ქურდების, კრიმინალების მოაწილეობით, მოსყიდვით და შანტაჟით.

ბატონო პრემიერო, თქვენ მიაღწიეთ იმას, რომ თქვენი მმართველობის 10 წლის თავზე, ჩვენი ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სენატში გვეუბნებიან, რომ აქ ქვეყანაში არის უკუსვლა და რეგრესი.

ისტორიული პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ სტატუსი, იქნება მხოლოდ თქვენზე - რუსულ ოცნებაზე“- განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, კანონმდებლები დღეს პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძისა და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს.

შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics