|
2022-11-18 13:33:22, 941 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - უკრაინის მოკავშირე ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, საქართველოს პოლიგონად გადააქცევდნენ
ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ანუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მოკავშირეები და პარტნიორები, რომლებსაც სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, კითხვა მინდა დავუსვა ნებისმიერ მოქალაქეს, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ მართლაც იქნებოდა მეორე ფრონტი და პოლიგონად გადააქცევდნენ ჩვენს ქვეყანას, ვინმეს ეპარება ეჭვი? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამართულ მოსმენაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, ოპოზიცია საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის გარდა, საზოგადოების მღელვარების გამოწვევას და მის ფონზე რევოლუციის მოწყობას გეგმავდა. "ხელისუფლებაში არ არიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო და ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, დაანგრევდნენ ქვეყანას, დაანგრევდნენ ქვეყანას საბოლოოდ, ჩააბარებდნენ რუსეთს და ქვეყანა დაკარგავდა სუვერენტიტეს. ამას აკეთებდნენ აქციების გამართვით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, შემდეგ რევოლუციების მოწყობა მათი ამოცანა იყო, შემდეგ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაზე რა რეაქციაც იყო, ჩვენ კარგად გვახსოვს. მათი გათვლა იყო შემდეგი, პირდაპირ უნდა ითქვას - მოხდებოდა საზოგადოების მღელვარება და რევოლუცია, ესეც ჩაუვარდათ. მიზანი რა არის? მიზანი მარტო ხელისუფლებაში მოსვლა კი არაა, მათ პარტნიორებს უკრაინაში რომ შეუსრულონ დავალებები. ეს პირდაპირ თქვეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ეს მთავრობა - ჩვენ გვგულისხმოდნენ - არ არის ომისთვის მზად, არ არის ომის მთავრობა. რომ ყოფილიყო სააკაშვილი ხელისუფლებაში, იქნებოდა ომი. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ?" - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. ცნობისთვის, კანონმდებლები დღეს პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძისა და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)