|
2022-11-16 11:40:34, 813 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რადიკალურ ოპოზიციას - დაასრულეთ პოლარიზაციის გაღრმავება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველომ ევროინტეგრაციისთვის წარმატებებს მიაღწია და მთავრობა აქტიურად მუშაობს 12-პუნქტიან გეგმაზე. ამის შესახებ მან საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საზოგადოებამ ევროკომისრისგან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მკაფიო გზავნილები მოისმინა, რაც ნიშნავს იმ პროგრესის დანახვას, რასაც ქვეყანამ მიაღწია. „ვიდრე დედაქალაქის საკითხებზე გადავალთ, მინდა, გამოვეხმაურო ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისს ვიზიტს საქართველოში. ევროკომისრისგან მოვისმინეთ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მკაფიო გზავნილები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პროგრესისა და წინგადადგმული ნაბიჯების დანახვა და აღიარება, რასაც საქართველომ ევროპულ გზაზე მიაღწია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე, აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. მთავრობა და ყველა შტო მზადაა, რომ აღნიშნული გეგმა შესრულდეს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღიარება იმის, რომ პოზიტიურია ძვრები სასამართლო რეფორმის მიმართულებით; სწორი ნაბიჯებია გადადგმული ეკონომიკური კუთხით და რომ კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო მოწინავე ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის. იცის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, რაც გვაძლევს ეკონომიკურ განვითარებას. ასევე, მოსახლეობამ იცის, რომ ამ რთულ გზაზე რამდენად ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი და მიღწევაა. კარგად იცის იმ გულისტკივილის ფასიც, როდესაც სრულიად უსამართლოდ უთხრეს უარი კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისი თქმით, ოლივერ ვარჰეის პოზიტიური გზავნილები არის დასტური იმისა, რომ საქართველო ევროინტეგრაციისკენ მიმავალ სწორ გზაზე დგას. „ამდენად, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის პოზიტიური გზავნილები და სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობისთვის გამოხატული მზაობა არის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენ ვართ სწორ გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. რაც შეეხება ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ პირველ პრიორიტეტს - დეპოლარიზაციას, აქაც გვაქვს სრული მზაობა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, თუმცა, ეს ცალმხრივი ვერ იქნება და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო რადიკალურ ოპოზიციას, დაასრულოს პოლარიზაციის გაღრმავება და ევროკომისიის გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა მიიღოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)