11:17 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 18:41:10, 859 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ვარჰეის ერთ სიტყვაც არ დაუძრავს პოლიტპატიმრების საკითხებთან დაკავშირებით

ვარჰეის ერთ სიტყვაც არ დაუძრავს პოლიტპატიმრების საკითხებთან დაკავშირებით. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე ისაუბრა, კომისარს ამასთან დაკავშირებით არ უთქვამს არც ერთი სიტყვა. 

"ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე ისაუბრა, კომისარს ამასთან დაკავშირებით არ უთქვამს არც ერთი სიტყვა. 
ევროპის პარლამენტი ეს არის პოლიტიკური ორგანო, სადაც არიან პოლიტიკოსები ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი, ამიტომ შეფასებისთვის მნიშვნელოვანი არის ევროკავშირის კომისია და სწორედ წარმომადგენელი გვყავდა ჩვენს სტუმრად, რაც შეეხება საკითხებს სააკაშვილს და ა.შ. კანონის უზენაესობა ვერ იქნება წინაღობა ევროკავშირის წევრობის, პირიქით კანონის უზენაესობა არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ მიგვიღონ ევროკავშირში, ასე რომ სწორედ კანონის უზენაესობის საკითხზეა საუბარი, როდესაც ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილზე, აღარ განვმეორდები იმაზე, თუ რა დანაშაულებზე იხდის ის სასჯელს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics