|
2022-11-15 16:01:08, 1350 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე ვარჰეიზე - სამწუხაროა, რომ საქმეში ბილომდე ჩაუხედავი ადამიანი ხელს უწყობს „ოცნების“ სახელით მოძრავ უსინდისოთა სბროდს
ძალიან სამწუხაროა რომ ასეთი, საქმეში ბილომდე ჩაუხედავი ადამიანი ხელს უწყობს ამ „ოცნების“ სახელით მოძრავ უსინდისოთა სბროდს,- ასე ეხმაურება გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებებას. ჯაფარიძის თქმით, ევროკომისარი ნებსით თუ უნებლიეთ, უამრავ რესურსს ყრის ანტი-დასავლურ კამპანიაში, რათა ცოტა ხნით კიდევ შეინარჩუნოს „პროევროპული“ იმიჯი „ვუსმინე ევროკომისარს დეოლიგარქიზაციაზე ჯერ ვენეციის კომისიაში უნდა გადაიგზავნოს კანონპროექტიო ანუ არ იცის რომ უარი თქვა ოცნებამ გადაგზავნაზე მერე თქვა კონკრეტულ ადამიანს არ ეხებაო, არ დაასახელა ბიძინა ევროპარლამენტისგან განახვავებით მერე ისევ დეოლიგარქიაციაზე და პოლიტპატიმრებზე კითხვაზე, ეგრე დეტალებშიც არ ვარ ჩახედული რა ხდება საქართველოშიო სასამართლოს მიმართულებით პროგრესი ჩანსო. ალბათ მურუსიძე-გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა ზეიმით შეყვანაში დაინახა პროგრესი ოპოზიციამ უნდა იმუშაოს მთავრობასთანო. აი ზელენსკის რომ მოუწოდებდა ომამდე ევროპელი ლიდერების ნაწილი, პუტინს დაელაპარაკეო .. ძალიან სამწუხაროა რომ ასეთი, მისივე თქმით, საქმეში ბილომდე ჩაუხედავი ადამიანი ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს ამ ოცნების სახელით მოძრავ უსინდისოთა სბროდს, რომელიც უამრავ რესურსს ყრის ანტი-დასავლურ კამპანიაში, ცოტა ხნით კიდევ შეინარჩუნოს „პროევროპული“ იმიჯი გაივლის 1 წელი და არ იქნება ბიძინას ხელში სტატუსი სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში, არაფერი არ იქნება მაგ მიმართულებით პირიქით, სულ უფრო დავშორდებით ევროპას"- წერს ჯაფარიძე. შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვია. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)