11:18 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 14:48:50, 914 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურებაა

2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე ჩვენი პარტიის დამსახურებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა ასევე დასძინა, რომ 2012 წლამდე ქვეყანა "დიქტატორული და ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში" ცხოვრობდა, სადაც მისივე თქმით, არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა. 

"2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის ჩვენი სწორედ ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი ჩვენ ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანეთ და ეს არ იყო შემთხვევითი, რა თქმა უნდა, ამას წინ უძღოდა ძალიან დიდი შრომა და ძალიან ბევრი სამუშაო, რომელიც ჩვენმა გუნდმა გასწია ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული და ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა - არც თავისუფალი მედია, არც თავისუფალი სასამართლო. 3 წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ პროცესი. ასოცირების მოლაპარაკებები და უვიზო რეჟიმი ჩვენ დროს დაიწყო. ეს ყველაფერი ჩვენ გამოვასწორეთ და ძალიან მოკლე დროში ხელშესახები შედეგები დავდეთ, რითაც საქართველო რეალურად გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ჯგუფში",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვია. 

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics